ყარაბაღის კრიზისი გაღრმავდა

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი გარდამტეხ ფაზაში შევიდა.

ყარაბაღის კრიზისი გაღრმავდა

ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კონფლიქტი გარდამტეხ ფაზაში შევიდა.

Richard Giragosian, director of the Regional Studies Centre. (Photo courtesy of R. Giragosian)
Richard Giragosian, director of the Regional Studies Centre. (Photo courtesy of R. Giragosian)
Monday, 4 April, 2016

მთიანი ყარაბაღის თაობაზე სომხეთის და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის მრავალი წლის განმავლობაში არსებული დაპირისპირება ყველაზე სისხლისმღვრელ შეტაკებაში გადაიზარდა.

ექსპერტი რიჩარდ გირაგოსიანი, რომელიც ერევანში მოქმედ რეგიონული კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობს, საუბრობს ძალადობის უახლესი ესკალაციის შესაძლო შედეგებსა და იმაზე, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია საერთაშორისო აქტორებს კონფლიქტის მსვლელობაზე. 

პირველ რიგში, ექსპერტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად განსხვავდება მიმდინარე შეტაკებები იმ დაპირისპირებისგან, რომელიც მხარეებს შორის წინა პერიოდის განმავლობაში არსებობდა.  

როგორ აღწერთ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს?

გირაგოსიანი: ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ  ბრძოლა არ შეწყვეტილა. აზერბაიჯანის შეტევა ძალიან საყურადღებოა რამდენიმე მიზეზის გამო, თუ ადრე კოორდინირებული შეტევები ყარაბაღის ე.წ. „შეხების ხაზის“ სამ სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა, ამჟამად გაზრდილია როგორც არეალი, ასევე  ინტენსიურობაც, ახლანდელი შეტევების დროს გამოყენებულია უფრო საშიში თავდასხმითი იარაღი. მაგრამ, მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ ბრძოლები უწყვეტად მიმდინარეობს უკვე სამი დღეა.  

რამდენად ადეკვატურია საერთაშორისო საზოგადოების პასუხი? რა გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთის და ევროკავშირის განცხადებებმა?

სიმართლე რომ გითხრათ, საერთაშორისო საზოგადოებას ამ ეტაპზე ბევრის გააკეთება არც შეუძლია, გარდა იმისა, რომ მოუწოდოს „ორივე მხარეს“ ცეცხლის შეწყვეტისა და თავშეკავებისკენ. საჭიროა უფრო ფრთხილი და არა ხელოვნურად დაბალანსებული მიდგომა ამ შეტაკებების მთავარი აგრესორის გამოსავლენად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა არსებობდეს ისეთი სადამსჯელო მეთოდი, სადაც ასეთ აგრესიულ საქციელს პატიება არ ექნება.     

იმ შემთხვევაში თუ ბრძოლები დაუყოვნებლივ შეწყდება, რა იცვლება? შეიძლება თუ არა ველოდოთ  ჩარევას გარე ძალების მხრიდან?

როგორც კი ბრძოლები შეწყდება დადგება არა გარე ძალების მხრიდან ჩარევის საკითხი, არამედ საერთაშორისო საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობის საჭიროება. ცხადია, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების სამხედრო გზა არ არსებობს, თუმცა აზერბაიჯანს, როგორც ჩანს, არ შეუძლია ან არ უნდა რეალობის აღიარება. წარუმატებელი სამშვიდობო პროცესის გამო აზერბაიჯანის გაღიზიანებამ და სიბრაზემ კულმინაციას მიაღწია და ის დადგა გარდამტეხი მომენტის წინაშე. აზერბაიჯანელებმა ჩათვალეს, რომ მოვიდა ძალის გამოყენების და სიტუაციის შეცვლის დრო. მიუხედავად იმისა, რომ მათ გაღიზიანებას აქვს გამართლება, ამის გამოვლენა იარაღის ძალის გამოყენებით არის მხოლოდ დესტაბილიზაციის გამომწვევი და დამღუპველი.

ხომ არ ხდება თურქეთის და რუსეთის მიერ მათი უთანხმოების და დაძაბულობის გადმოტანა თურქეთი-სირიის საზღვრიდან სამხრეთ კავკასიაში?

არა, ამ ეტაპზე თურქეთიც და რუსეთიც მხოლოდ მეორეული ფაქტორების და მარგინალური აქტორების როლს თამაშობენ. აი უკვე შეტაკებების შეწყვეტის შემდეგ დადგება იმის დრო, რომ თურქეთმაც და რუსეთმაც უნდა მოახდინონ რეაგირება და გასცენ დიპლომატიური პასუხი, რაც ასევე მოტივირებული იქნება მათ შორის არსებული დაპირისპირებით და კონფლიქტით. რაც შეეხება მოსკოვს, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთს აზერბაიჯანზე ზემოქმედების ბევრი ბერკეტი არ გააჩნია და არც მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების პოლიტიკური ნება არსებობს, ბაქო ნებისმიერი ცვლილების გასაღებს მოსკოვში ხედავს. რუსეთის მიმართ, როგორც აზერბაიჯანის იარაღის მთავარ მომწოდებელთან, შესაძლოა არსებობდეს  ასეთი განცდის საფუძველი. თუმცა, რუსეთი არის ერთადერთი, ვისაც აწყობს შექმნილი ვითარება და შეეცდება კონფლიქტი გამოიყენოს რეგიონში თავისი ძალაუფლების და გავლენის გასაძლიერებლად.      

თურქეთმა განაცხადა, რომ ის ბოლომდე აპირებს აზერბაიჯანის გვერდით დგომას. რას ნიშნავს ეს სამხრეთ კავკასიისთვის?

ეს ნიშნავს იმაზე ნაკლებს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. თურქეთის აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერა ამ რიტორიკულ ვალდებულებებს ვერ გასცდება, რეალურად, კონფლიქტის ესკალაცია დიდ ზიანს მიაყენებს თურქეთის ინტერესებს რეგიონში.  

რას ფიქრობთ ეუთოს მინსკის ჯგუფის შესახებ? რეალურად რისი გაკეთება შეიძლება მუდმივი მშვიდობის მისაღწევად?

პოლიტიკური ნების არარსებობა და ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი თითქმის გამოეთიშა სამშვიდობო პროცესს არის ნამდვილი გამოწვევა, ამაში ეუთოს ჯგუფის პირდაპირ დადანაშაულებაც არ შეიძლება, რეალურად, შექმნილი ვითარების პირისპირ მათ ბევრის გაკეთება არც შეუძლიათ. ცხადია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სხვა ვინმემ, გარდა კონფლიქტში ჩართული მხარეებისა, შეძლოს უკან დახევა და პოზიციების დათმობა, თუმცა ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება და ნამდვილი დეესკალაცია ნაკლებ სავარაუდოა, განსაკუთრებით, მოცემული რიტორიკისა და შინასახელმწიფოებრივი შეზღუდვების პირობებში.    

რამდენად იმოქმედა აზერბაიჯანის ფინანსურმა კრიზისმა  მის ქმედებებზე?

აზერბაიჯანის ეკონომიკური კრიზისი, რა თქმა უნდა, არის ძირითადი კომპონენტი რისთვისაც მათ სჭირდებათ ყარაბაღის კონფლიქტის ბერკეტად გამოყენება. შეტაკებებით ხდება ყურადღების გადატანა ქვეყნის შიგნით არსებული კრიზისიდან და ბაქოს რეჟიმისთვის პოლიტიკური დივიდენტების მოპოვება.

 

Frontline Updates
Support local journalists